ამსტერდამის „აიაქსმა“ იანვარში „ვესტ ჰემიდან“ სებასტიან ალე 22.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ფრანგი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ალე „აიაქსის“ ევროპა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდებოდა.
საქმე ისაა, რომ ნიდერლანდური კლუბის ხელმძღვანელებს და განაცხადზე პასუხისმგებელ პირებს ალეს განაცხადში ჩაწერა დაავიწყდათ. შედეგად, კლუბის ისტორიაში სარეკორდო შენაძენი მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
სებასტიან ალემ „აიაქსში“ ამ დროისთვის 7 მატჩის ჩატარება მოასწრო და 2 გოლის გატანა შეძლო.