ფეხბურთი

14:25 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხი რობერტო ისევ დაშავდა

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში, „გრანადას“ წინააღმდეგ (5:3), „ბარსელონას“ მცველმა, სერხი რობერტომ ისევ ტრავმა მიიღო - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.

სერხი მატჩის 57-ე წუთზე შეცვალეს. უახლოეს ხანში მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ცნობილი გახდება რამდენად მძიმეა ტრავმა.

საინტერესოა, რომ სერხი ამ შეხვედრაში სამთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა მინდორს, რაც ასევე კუნთის ტრავმით იყო გამოწვეული.

0.133338