კალათბურთი

0:12 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია ტრავმირებულია. როგორც რუსული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ქართველი მძიმე ფორვარდი VTB ლიგის ბოლო ტურში „ზიელონა გორასთან“ მატჩში დაშავდა.

თორნიკემ ტრავმა ხსენებული მატჩის მეოთხე პერიოდში მიიღო და გუნდს ვალენსიაში არ გაჰყოლია, სადაც რუსული გრანდი ევროლიგის მორიგ შეხვედრას გამართავს. შენგელიამ გამოკვლევა GMS კლინიკაში გაიარა და ახლა თერაპიის კურსს გაივლის. რამდენი ხანი მოუწევს მას უქმობა, ამ ეტაპზე უცნობია.

თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში ევროლიგაში საშუალოდ თამაშში 10.8 ქულას, 4.8 მოხსნას, 2.3 პასს, 0.9 ჩაჭრას და 0.1 დაფარებას აგროვებს, ხოლო VTB ლიგაში მისი საშუალო სტატისტიკა 12.8 ქულა, 4.7 მოხსნა, 2.2 პასი, 0.5 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა.

0.121401