ფეხბურთი

13:05 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლე გუნარ სულშერი 9:0-ზე: "დაუნდობლები ვიყავით"

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში უჩვეულო რამ მოხდა - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „საუთჰემპტონი“ 9:0 გააცამტვერა. თამაშის შემდეგ ოლე გუნარ სულშერი ცხადია, კმაყოფილი იყო.

„ჩემი ფეხბურთელები დაუნდობლები იყვნენ, შეტევა მთელი მატჩის განმავლობაში გააგრძელებს და უფრო მეტი და მეტი უნდოდათ. როდესაც ფეხბურთს თამაშობ, საუკეთესო უნდა აჩვენო. გუნდს ისე ითამაშა, თითქოს ეს ბოლო თამაში ყოფილიყოს და ამიტომ, ყველა ძალიან ბედნიერია.

ყველაზე მეტად ვაფასებ ამ შიმშილსა და სურვილს. ეს ერთადერთი გზაა უკეთესობისკენ. გვინდა არაპროგნოზირებადი ვიყოთ, მოთამაშეებს შემოქმედებისა და ფანტაზიის თავისუფლება აქვთ და ეს შესანიშნავად გამოიყენეს. ამიტომაც, მხოლოდ დადებითი ემოციები მაქვს. ზოგჯერ, როდესაც მეტოქე 10 ფეხბურთელით თამაშობს, მჭიდროდ ჯდება დაცვაში, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გადავდიოდით ფლანგიდან ფლანგზე, კარგად ვმოძრაობდით და ვითამაშეთ ისე, როგორც უნდა გვეთამაშა“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერი“ 44 ქულით „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ამ დროისთვის თანალიდერია, მაგრამ კონკურენტზე ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ერთი საინტერესო დამთხვევაც: პრემიერლიგის ისტორიაში სამჯერ დაფიქსირდა ანგარიში - 9:0. ორჯერ „მანჩესტერმა“ მოიგო (1995 წელს „იფსვიჩთან“ და ახლა „საუთჰემპტონთან“) და ორჯერ „საუთჰემპტონმა“ წააგო (პირველად 2019 წელს „ლესტერთან“).

0.107013