„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში 1100-ე თამაში ჩაატარა. საიუბილეო ნიშნულს 43 წლის ჯიჯიმ იტალიის თასის ნახევარფინალში მილანის „ინტერთან“ (2:1) შეხვედრაში უწია.
ბუფონის ხსნებული 1100 მატჩი შემდეგნაირად ნაწილდება: „იუვენტუსი“ – 679, „პარმა“ – 220, იტალიის ნაკრები - 176 და პსჟ - 25.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი რამდენიმე დღის წინ 43 წლის გახდა. მას „იუვესთან“ კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა, ერთი წლით გაახანგრძლივოს.