მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ განცდილი (1:2) მარცხის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მისმა გუნდმა მეტოქეს საჩუქრები გაუკეთა და წაგება არ დაუმსახურებია.
„თამაშს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ „იუვეს“ ორი საჩუქარი გავუკეთეთ. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ რეალიზაციის ფაზაში თუ ასე ვითამაშებთ, უარყოფით შედეგზე საუბარი მოგვიწევს. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და „იუვენტუსი“ შეაჩერეს, უფრო მეტის ღირსები ვიყავით, ვიდრე მივიღეთ. საპასუხო თამაშში ვიცით, რომ ორი ბურთით გვაქვს მოსაგები და ეს რა თქმა უნდა, სერიოზული გუნდის წინააღმდეგ ადვილი არ იქნება. თუმცა, ახლა „ფიორენტინასთან“ მატჩზე ვფიქრობთ და მხოლოდ შემდეგ ვიფიქრებთ ტურინში გასამართ მატჩზე.
რა თქმა უნდა, გუნდის ხელმძღვანელობას რთული მომენტი აქვს და ამის დამალვას აზრი არ აქვს. Suning-ის პროექტი აგვისტოდან მოყლებული გაჩერებულია“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი 9 თებერვალს გაიმართება.