„პარი სენ ჟერმენი“ და ნეიმარი უახლოეს ხანში ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. ბრაზილიური და ესპანური მედია იტყობინებიან, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთში დარჩენის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.
ნეიმარი პსჟ-სთან კონტრაქტის 4 წლით განაახლებს და კლუბში 2026 წლამდე დარჩება. შესაძლოა, ცნობა მიმდინარე კვირაშიც კი ოფიციალურად დადასტურდეს.
შეგახსენებთ, ნეიმარი პარიზული გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 101 მატჩში 83 გოლის გატანა მოახერხა.