მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ესპანური პრიმერას 21-ე ტურის მატჩში „კადისის“ წინააღმდეგ (4:2) დუბლი მიითვალა და 21-ე საუკუნის პრიმერას საუკეთესო მეგოლეთა ხუთეულში შევიდა.
34 წლის ურუგვაელმა პრიმერაში ჯამში 158 ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ბილბაოს“ ყოფილ ფორვარდს, არიც ადურისს გაუთანაბრდა.
21-ე საუკუნის პრიმერას საუკეთესო მეგოლეთა ხუთეული ასეთია:
- ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 453 გოლი
- კრიშტიანუ რონალდუ (თამაშობდა მადრიდის „რეალში“) – 311
- დავიდ ვილია (თამაშობდა „ვალენსიაში,“ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოში“) - 184
- კარიმ ბენზემა („რეალი“) – 179
- არიც ადურისი (თამაშობდა ბილბაოს „ატლეტიკში“), ლუის სუარესი („ატლეტიკო,“ თამაშობდა „ბარსელონაში“) - 158