ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი, ენსლი მეიტლენდ-ნაილზი, კარიერას „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“ გააგრძელებს - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ხელშეკრულება საიჯაროა და მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
ეს „ვესტ ბრომის“ მეხუთე ახალწვეულია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას. მამანდე მათ: ენდი ლონერგანი, რობერტ სნოდგრასი, მბაიე დიანე და ოკაი იოკუშლუ დაიმატეს.
23 წლის მეიტლენდ-ნაილზს ხუთჯერ უთამაშია ინგლისის ნაკრებში. „არსენალის“ მაისურით კი ჯამში 121 მატჩი ჩაატარა.