ფეხბურთი

11:49 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ კაბაკი გაიფორმა

„ლივერპულმა“ თავისი ოფიციალური ტვიტერის გვერდზე „შალკეს“ მცველის, ოზან კაბაკის დამატების შესახებ დაწერა.

20 წლის თურქი ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბში იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

კაბაკი „შალკეში“ 2019 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი „შტუტგარტსა“ და „გალათასარაიში“ ირჯებოდა. 2020-21 წლების სეზონში ოზანმა „შაკლეს“ მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 5 ყვითელი ბარათი მიიღო.

თურქეთის ნაკრებში მას 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.133733