ფეხბურთი

10:16 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ხვიჩას აქ არავინ დააკავებს, თუ საჭირო იქნება, ევროპაში მანქანითაც წავიყვან"

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მან დიდ ევროპულ კლუბში უნდა ითამაშობს. რუსმა მენეჯერმა ალბათ ხუმრობით ისიც თქვა, რომ ევროპასთან საზღვრებიც რომ დაიკეტოს, ხვიჩას ევროპაში მანქანით პირადად ჩაიყვანს.

„ინტერესი ყოველთვის არის. ზამთარში მისი წასვლა ნაკლებ სავარაუდოა. ხვიჩა ისეთი ტალანტია... ევროპაში საზღვრებიც რომ დაიკეტოს, ევროპაში მანქანით პირადად მე ჩავიყვან. კვარაცხელიამ ღირსეულ დიდ ევროპულ კლუბში უნდა ითამაშოს. თუმცა, ეს საჭირო დროს უნდა მოხდეს. ხვიჩამ ახლახან დაიწყო თამაში, ლიდერის როლს ირგებს, ყველა მატჩში ძირითადშია და რაღაც მუდმივად მასზეა დამოკიდებული. როდესაც ამ ყველაფერს ფსოქოლოგიურად შეეჩვევა, სხვაგან გადასვლა გაუადვილდება.

„რუბინში“ ბენდიერები ვართ, რომ ჩვენ ამა თუ იმ ხარისხით ვმონაწილეობთ ნიჭიერი მოთამაშის მომზადებაში. არავინ დააკავებს მას ერთი ზედმეტი დღითაც კი, როდესაც საჭირო იქნება სხვაგან გადავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს“, - თქვა იაროვინსკიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ქართველ ფეხბურთელს რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 2 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

0.121489