კალათბურთი

15:44 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრინს უილიამსი კარიერას ტიტებში გააგრძელებს

ტიტების მეოთხე ლეგიონერი პრინს უილიამსი გახლავთ, პრინსმა გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

28 წლის უკანახაზელი, სუპერლიგაში მეორედ ითამაშებს, 2018-2019 წლებში მგზავრების ღირსებას იცავდა. მისი საშუალო მონაგარი 15 ქულას, 5 მოხსნას და 2,5 პასს შეადგენდა.

უილიამსი მგზავრებთან ერთად ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც სწორედ ტიტებთან დამარცხდა.

პირველმა დღემ კარგად ჩაიარა მოხარული ვარ, საქართველოში დაბრუნებით და ტიტებში თამაშით. ვემზადებით, მომდევნო თამაშისთვის", - განაცხადა უილიამსმა.

მგზავრებიდან პრინსმა კარიერა საბერძნეთის უმაღლესი ლიგის „Rethymno-ში„ გააგრძელა, საიდანაც ფილიპინების ჩემპიონატს მიაშურა და " Alab Pilipinas"-ს ღირსებას იცავდა.

0.126006