ფეხბურთი

12:05 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: "ბარსელონაში" მესი იყო და შესაბამისად ამის გაკეთება არ მიწევდა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა „კადისთან“ (4:2) მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ცხადია, „პისტოლეროსგან“ მსგავს სტილში გოლის გატანა საკმაო იშვიათობაა და მატჩის შემდეგ კითხვაც ამის შესახებ დაუსვეს.

„გოლი ჯარიმიდან? „ბარსელონაში“ მესისთან ერთად დიდხანს ვთამაშობდი და შესაბამისად, საჯარიმო დარტყმების შესრულება არ მიწევდა, მაგრამ „ლივერპულსა“ და ურუგვაის ნაკრებში ამ სტილში რამდენიმე გოლი გავიტანე. ვარჯიშებზე ამ კომპონენტში ვმუშაობ. როდესაც ფორვარდი ფორმაშია, ეს მომენტი უნდა გამოიყენო. ვცდილობ, რომ გუნდს ყველანაირად დავეხმარო. „ატლეტიკო“ წარმატებით თამაშობს და ჩვენი მიზნების მისაღწევად სწორი მენტალიტეტი გვაქვს“, - თქვა სუარესმა.

აქვე გეტყვით, რომ ლუის სუარესმა ლა ლიგაში ჯარიმა მეორედ გაიტანა და პირველად 2016 წლის შემდეგ. ურუგვაელი ფორვარდი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ლა ლიგის 16 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.

0.119451