ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში „ბარსელონამ“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და ლიონელ მესის შესახებაც ვრცლად ისაუბრა.
„რთული თამაში იყო ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. „ბარსა“ ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. კიდევ რამდენიმე გოლის გატანა დავიმსახურეთ. მნიშვნელოვანი იყო სწორი რეაგირება გაშვებული გოლის შემდეგ და ვფიქრობ, სამართლიანად მოვიგეთ.
მესი? მე ვერ შევამჩნიე, რომ ლეო ახლა უფრო მოტივირებული იყო, ვიდრე სხვა დღეებში. ის არის გამარჯვებული, რომელსაც ყოველთვის სურს თავისი ღირსება აჩვენოს. რა თქმა უნდა, მედიაში ხმაურმა შეიძლება გავლენა იქონიოს. აუცილებელია ამ კლუბისთვის ისეთი ადამიანის პატივისცემა, როგორიცაა ლეო. მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს მუშაობაზე. სხვა ყველა სიახლე გვერდზე უნდა გადავდოთ. ლეო არის მოთამაშე, რომელიც გუნდს უამრავ შემოქმედებას და ეფექტურობას აძლევს. ფაქტია, ლეოს გარეშე ბევრს მიაღწევ“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში „რეალს“ გაუთანაბრდა, მაგრამ „ატლეტიკოს“ 10 ქულით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ გუშინ El Mundo-მ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, 2017 წელს მესიმ „ბარსელონას“ 555 მილიონი ევროს ღირებულების 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რასაც ესპანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.