ფეხბურთი

2:28 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ კრიტიკას სუპერგოლით უპასუხა, "ბარსა" "რეალს" გაუთანაბრდა

ესპანეთის ლა ლიგაში „ბარსელონა“ „რეალს“ დაეწია, ოღონდ, მხოლოდ მეორე პოზიციის გასაყოფად. „ბარსა“ 21-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ბილბაოს“ დაუხვდა და წვალებით, მაგრამ მოიგო.

ზოგადად, მიმდინარე სეზონში იშვიათად, რომ „ბლაუგრანამ“ გამარჯვება მარტივად მოიპოვოს და რა გასაკვირია, „ბილბაომაც“ დიდი წინააღმდეგობა რომ გაუწია. რონალდ კუმანის გოლმა ტაიმი ლიონელ მესის გოლით მოიგო.

არგენტინელმა თავის კონტრაქტთან აგორებულ სკანდალს ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გასცა პასუხი. თუმცაღა, მესის ჯარიმა მეორე ტაიმის სტარტზევე ჟორდი ალბას ავტოგოლით გაქარწყლდა - 1:1.

„ბარსელონას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება ანტუან გრიზმანმა მოუტანა, რისი წყალობითაც კატალონელები სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალს“ 40 ქულით გაუტოლდნენ. მაგრამ, წინ „ატლეტიკოა“, თანაც 10-ქულიანი უპირატესობით და რა შანსი აქვთ ამ სეზონში ესპანური ფეხბურთის მთავარ ბობოლებს საჩემპიონოდ, ძალიან, ძალიან რთული სათქმელია...

„ბარსელონა“ – „ბილბაო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მესი (20), 1:1 ალბა (49, ა.გ), 2:1 გრიზმანი (74)

0.19513