ფეხბურთი

1:23 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" "ლესტერის" ნახევარმცველი დაიმატა

ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ლესტერ სიტის“ ნახევარმცველი დემირაი გრეი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა „ფარმაცევტებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. არაოფიციალური ცნობით, „ლევერკუზენს“ ეს ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდა.

გრეიმ მიმდინარე სეზონში „ლესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა და მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა.

0.113056