ფეხბურთი

22:46 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი ბრწყინავს, "ატლეტიკო" კი უკვე ჩემპიონია?!

ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონობისკენ თავ-ქუდ მოგლეჯილი მიიწევს და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ხელი ვინმემ შეუშალოს.

დიეგო სიმეონეს გუნდი ფანტასტიკურად სარგებლობის „რეალისა“ და „ბარსელონას“ კრიზისული პერიოდით და ქულებს არსად კარგავს. მეტიც, კონკურენტებს რთული დროება რომც არ ედგეთ, „როხიბლანკო“ იმდენად შთამბეჭდავია, რომ ჩემპიონობის ფავორიტი მაინც იქნებოდა.

„ატლეტიკომ“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება სტუმრად „კადისთან“ მოიპოვა. ისევ გაიბრწყინა ლუის სუარესმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ლა ლიგაში უკვე 14 გოლი დაუგროვდა. ურუგვაელი ამტკიცებს, რომ „ბარსელონაში“ ის ძალიან, ძალიან ნაადრევად ჩამოწერეს. „პისტოლერომ“ ერთი გოლი ჯარიმით გაიტანა, რაც ლა ლიგაში სულ მეორედ და 2016 წლის შემდეგ პირველად გააკეთა.

მადრიდის „ატლეტიკო“ უკვე 10 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „რეალს“ და შეუძლია ეს საოცარი უპირატესობა 13 ქულამდეც გაზარდოს, რადგან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„კადისი“ – „ატლეტიკო“ 2:4 (1:2)

გოლები: 0:1 სუარესი (28), 1:1 ნეგრედო (35), 1:2 საულ ნიგესი (44), 1:3 სუარესი (50, პენ), 2:3 ნეგრედო (71), 2:4 კოკე (88)

0.130991