ფეხბურთი

20:36 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინოს სადებიუტო მარცხი: პსჟ-მ ბოლოადგილოსანთან წააგო

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ ჟერმენი“ ბოლოადგილოსან „ლორიენს“ ესტუმრა და წააგო. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ნეიმარის დუბლით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ აუტსაიდერთან მაინც უქულოდ დარჩა.

ანგარიში „ლორიენმა“ გახსნა, რასაც ნეიმარის ორი ზუსტი პენალტი მოჰყვა, მაგრამ მე-80 წუთზე ვისამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მეორე კომპენსირებულ წუთზე მოფიმ „ლორიენს“ ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა, რისი წყალობითაც ბოლო ადგილს თავი დააღწია და მე-18 პოზიციაზე აღზევდა.

„პარი სენ ჟერმენმა“ კი „ლიონის“ გადასწრების შანსი დაკარგა, მესამე ადგილზე დაქვეითდა და იმავე „ლიონს“ ქულით, ხოლო "ლილს" 3 ქულით ჩამორჩება.

„ლორიენი“ - პსჟ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 აბერგელი (36), 1:1 ნეიმარი (45, პენ), 1:2 ნეიმარი (58, პენ), 2:2 ვისა (80), 3:2 მოფი (90)

0.109368