კალათბურთი

2:05 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ყოფილ გუნდთან

ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდა და ქართველი ცენტრი ყოფილი გუნდის წნააღმდეგ საუკეთესო იყო.

უშუალოდ შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ მაღალი კლასის ხარჯზე კანარიელებმა 89:83 მოიგეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

ამ გამარჯვებაში გიორგი შერმადინს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან 24:40 წუთში მან 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა. შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტისა და მოპოვებული ქულების რაოდენობით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩის MVP დამსახურებულად გახდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 21 თამაშში 17 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 7 თებერვალს „ბასკონიას“ უმასპინძლებს.

0.118678