გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება უცვლელი დარჩა, რადგან ლიდერებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს.
მიუნხენის „ბაიერნმა“ ზინსჰეიმის „ჰოფენიამს“ უმასპინძლა და მეტოქეს ადვილად, 4:1 მოიგო. ჰანს-დიტერ ფლიკმა როგორც ჩანს, ცუდი პერიოდი უკან მოიტოვა და ისევ დაიბრუნა ძველი ფორმა, როდესაც მეტოქეებს აცამტვერებდა. „ჰოფენჰაიმმა“ მეტოქეს პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა, როცა ჟერომ ბოატენგისა და ტომას მიულერის გოლებს ანდრეი კრამარიჩმა უპასუხა და მეორე ტაიმისთვის ყველაფერი ღია დატოვა. თუმცა, ნაანატრაქტევს, „ბაიერნი“ გაცილებით უკეთ გაისარჯა, უპირატესობა ორი გოლით გაზარდა. „ბაიერნმა“ 45 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლაიფციგთან“ ძალზე კომფორტული უპირატესობა აქვს, რაც გვაფიქრებინებს, რომ „რეკორდმაისტერს“ მორიგი ვერცხლის სინის მოგება არ გაუჭირდება.
თავის მხრივ, „ლაიფციგმა“ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ბედი კრისტოფერ ნკუნკუს ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გამოიჩინა თავი და იულიან ნაგელსმანის გუნდმა 38 ქულა მოიპოვა.
შესანიშნავ ფორმაშია ფრანკფურტის „აინტრახტი“, რომელმაც მორიგი გამარჯვება მოიპოვა და უკვე მესამე ადგილზე აღზევდა. ფრანკფურტელებმა შინ ბერლინის „ჰერტას“ აჯობეს 3:1 და საუკეთესო პორტუგალიელი ანდრე სილვა იყო, რომლმაც დუბლი გაიფორმა. იმარჯვა „დორტმუნდმაც“, რომელმაც საკუთარ კედლებში „აუგსბურგს“ ასეე 3:1 მოუგო და 32 ქულა დააგროვა.
სხვათა შორის, თუ „ბაიერნი“ უკვე 7-ქულიან უპირატესობას ფლობს, ხოლო თავის მხრივ „ლაიფციგი“ უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს, აი მომდევნო პოზიციებზე სიმჭიდროვეა. მესამე-მერვე ადგილებს შორის 4-ქულიან სხვაობას ერთბაშად 6 გუნდი ინაწილებს და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის წინ დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
„ბაიერნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 4:1 (2:1)
გოლები: 1:0 ბოატენგი (32), 2:0 მულიერი (43), 2:1 კრამარიჩი (44), 3:1 ლევანდოვსკი (57), 4:1 გნაბრი (63)
„დორტმუნდი“ – „აუგსბურგი“ 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 ჰანი (10), 1:1 დელანი (26), 2:1 სანჩო (63), 3:1 უდუოხაი (75, ა.გ)
„აინტრახტი“ – „ჰერტა“ 3:1 (0:0)
გოლები: 0:1 პიონტეკი (66), 1:1 ანდრე სილვა (67), 2:1 ჰინტერეგერი (85), 3:1 ანდრე სილვა (90, პენ)
„უნიონი“ – „გლადბახი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 კნოხე (31), 1:1 პლეა (59)
„ვერდერი“ – „შალკე“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 მასკარელი (38), 1:1 ეგეშტეინი (90)
„ლაიფციგი“ – „ლევერკუზენი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ნკუნკუ (51)