უნგრეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „უიპეშტი“ სტუმრად „მეზკოვეშდს“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო, ქართველმა თანაგუნდელთან ერთი გოლი მიითვალა.
გიორგი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და შეცვლაზე, 34-ე წუთიდან ითამაშა. 78-ე წუთზე მან მეტოქის კარი დალაშქრა და იმ დროისთვის წონასწორობა აღადგინა (2:2), მაგრამ მისმა გუნდმა ეს შედეგი ვერ შეინარჩუნა და უქულოდ დარჩა (2:3).
23 წლის ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატის 10 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. "მეზოკოვეშდის" რიგებში ნოდარ ქავთარაძესა და ლუკა ლაკვეხელიანს ტრავმების გამო არ უთამაშიათ.
„უიპეშტს“ 18 ტურის თავზე 19 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა.