ფეხბურთი

18:02 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" უპაკეკანოს აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაიფციგის“ მცველ დიაოტ უპამეკანოს ტრანსფერზე აქტიურობს. Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ფეხბურთელის აგენტებთან საიდუმო შეხვედრა გამართა.

საშა ნიავი და ფოლკერ შრუტი ბოსნიელს ხუთშაბათ საღამოს შეხვდნენ და ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. მოლაპარაკებების დეტალები უცნობია, მაგრამ „ბაიერნს“ ფრანგი მცველის ყიდვა ზაფხულისთვის სურს.

„ლაიფციგი“ ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 43 მილიონ ევროს ითხოვს და ნაკლებ ფასში მასთან შელევას არ აპირებს.

22 წლის მცველი „ლაიფციგში“ 2016 წლიდან თამაშობს და 135 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.111498