ინგლისურ „ლივერპულს“ დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს და ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. ერთ-ერთი ჯო გომესია, რომელიც ნოემბრიდან მოყოლებული უქმობს და იურგენ კლოპის განცხადებით, მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.
„გომესი დაბრუნებისგან შორს არის. ის დადის, კარგად გამოიყურება, მაგრამ ვერ ვარჯიშობს. მართლაც სერიოზული ტრავმაა. სეზონი მაისში მთავრდება, ძალიან გამიკვირდება თუ ამ სეზონში მოედანზე დაბრუნებას მოარხებს“, - თქვა კლოპმა.
„ლივერპულის“ გომესის გარდა, სხვა მცველები, ვირჯილ ვან დეიკი, ფაბინიო და ჟოელ მატიპიც ტრავმირებული ჰყავს. სწორედ ამიტომ, ინგლისელები ცდილობენ ცენტრალური მცველის შეძენას. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი „ნიუ-იორკ რედ ბულიდან“ აარონ ლონგის ტრანსფერია.