ფინეთის ქალაქ ლახტიში მსოფლიო თასზე გამოსვლისას, მოთხილამურე ალექსანდრ ბალშუნოვმა უღირსი საქციელი ჩაიდინა. რუსს სპორტსმენს ფინელმა მეტოქემ გზა გადაუჭრა, რის გამოც ბალშუნოვმა მას ჯერ ზურგში ჯოხი ჩაარტყა, შემდეგ კი დაეჯახა და წააქცია.
აღნიშნული საქციელი უკვე რამდენიმე დღეა საყოველთაო განსჯის თემად იქცა და ფაქტს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. რუსი სპორტსმენი და ქვეყნის მთელი დელეგაცია მსოფლიო თასიდან მოკვეთეს. ბოლშუნოვი კი პირად სასჯელსაც მიიღებს, რაზეც გადაწყვეტილებას საერთაშორისო ფედერაციის შესაბამისი კომიტეტი უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.