ფეხბურთი

14:39 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო გვილიას კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ვარშავის „ლეგიას“ ვებგვერდმა გაავრცელა, რომელიც განცხადებაში წერია:

„27 იანვარს, ვაკო გვილიას ტესტირება ჩაუტარდა Sars-Cov-2 ვირუსის არსებობაზე, პასუხი უარყოფითი იყო. ის მაინც სახლში დარჩა, ხოლო 28 იანვარს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხი დადებითი გამოდგა. ფეხბურთელი თვითიზოლაციაში რჩება“, - წერია „ლეგიას“ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილიამ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა. მას გაცილებით კარგი სეზონი შარშან ჰქონდა, როდესაც „ლეგიას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და პოლონეთის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

0.125457