კალათბურთი

11:21 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 8 ქულა 9 წუთში - გოგას ზედიზედ მესამე თამაში NBA-ში (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" კვლავ "შარლოტ ჰორნეტს" დაუპირისპირდა თუმცა, ამჯერად გამარჯვება ვერ მოიპოვა და 3-ქულიანი სხვაობით 108:105 დამარცხდა.

პარკეტზე კვლავ ვიხილეთ ქართველი კალათბურთელი, რომელმაც 9:13 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულასთან ერთად 2 პასი მიითვალა. გოგამ 4-დან ოთხი ორქულიანი ჩააგდო და ამ მხრივ 100%-იანი შედეგი ჰქონდა.

ყველაზე შედეგიანი კი ჩვენებურის თანაგუნდელი დომანტას საბონისი გამოდგა, რომელმაც 22 ქულით, 11 მოხსნითა და 6 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. გამარჯვებულთაგან კი 19-19 ქულა ტერი როზერმა და პი ჯეი ვაშინგტონმა ჩააგდეს.

"ინდიანას" 11 გამარჯვებით და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიცია უკავია, ხოლო მომდევნო მატჩს 1 თებერვალს, შინ, "ფილადელფიასთან" გამართავს.

0.12179