ევროლიგის 23-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 66:69 დამარცხდა. არადა, დმიტრი იტუდისის გუნდი სამი პერიოდი უპირატესობას ფლობდა და ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით იგებდა (60:50). აი, მეოთე პერიოდი მოსკოველებმა კატასტროფულად ჩაატარეს, კონკრეტული ათწუთეული 6:19 წააგეს და საბოლოოდ მარცხიც განიცადეს.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 29:02 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 11 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან მხოლოდ 2 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა.
შენგელიაზე უკეთ ცსკა-ში მხოლოდ ნიკოლა მილუტონოვი გაისარჯა, რომელმაც 21 წუთში 16 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა (21 მარგი ქმედების კოეფიციენტი).
ცსკა-ს 23 ტურის თავზე 16 გამარჯვების წილ 7 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს ესპანეთში, „ვალენსიას“ ესტუმრება.