ფეხბურთი

21:22 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

ესპანეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გარკვეულია თუ როგორ გადანაწილდა რვა გუნდი. "ბარსელონა" "გრანადას" დაუპირისპირდება, რომელიც გასულ სეზონში თასის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა "ბილბაოსთან" დამარცხდა.

"რეალ ბეტისი" სუპერთასის მოქმედ გამარჯვებულს და გასული სეზონის ფინალისტს უმასპინძლებს, ხოლო "ლევანტე" "ვილიარეალს" მიიღებს. მეოთხედფინალური ეტაპზე ანდალუზიური დერბი გაიმართება - ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი "სევილია" სტუმრად გიორგი მაკარიძის "ალმერიას" შეხვდება.

მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 2 და 4 თებერვალს გაიმართება, ხოლო ნახევარფინალური შეხვედრები ორმატჩიანი იქნება.

0.116438