კალათბურთი

12:48 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი 10-კაციან სიაში მოხვდა - ქართველი კარლ მელოუნის პრიზს უმიზნებს

ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის 10 საუკეთესო ფორვარდს შორის დაასახელეს და ის კარლ მელოუნის სახელობის პრიზის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია, რომლის გამარჯვებულის ვინაობაც სეზონის ბოლოს გაირკვევა.

საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ამირ სმითი

2. მეტიუ ჰერტი

3. დრუ ტიმი

4. ტრეის ჯეკსონ-დევისი,

5. ტრენდონ უოტფორდი

6. ტრე მიტჩელი

7. სანდრო მამუკელაშვილი

8. ოსკარ და სილვა

9. გრეგ ბრაუნი

10. ჯერემია რობსონ-ირლი

აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველად ჩამონათვალი 20 კალათბურთელისგან შედგებოდა, თუმცა აღნიშნული ნუსხა დღეს განახევდრა და სწორედ ეს 10 კალათბურთელი შეეცდება პრიზის მოგებას.

კარლ მელოუნის პრიზი 2015 წლის შემდგომ თამაშდება. ამ 10 კალათბურთელიდან კი თებერვალში 5 შეირჩევა, რომელთაგანაც გამარჯვებულს 9 აპრილს გამოავლენენ.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში სეტონ ჰოლის ნამდვილი ლიდერია. ის კონფერენციაში ერთადერთი მოთამაშეა, ვინც ტოპ-15-ში შედის, როგორც ქულებით (17.9 – მე-4 ადგილი), ასევე მოხსნებითა (6.9 – მე-8) და პასებით (3.3 – მე-13). კოლეჯთა ლიგის საუკეთესო 6 კონფერენციაში, ეგრედ წოდებულ Power Six-ში იმ 5 კალათბურთელთა შორისა, რომელთაც სეზონში 30 და მეტი ქულა ორ ან მეტ თამაშში ჩააგდო.

0.140974