კალათბურთი

19:30 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის სიმბოლურში

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „თოკომოტივი“ გამოცემა Eurohoops-მა გამოარჩია და მის შესახებ დაწერა:

„მოსკოვის ცსკა-ს ბერლინის „ალბასთან“ ლიდერი მაიკ ჯეიმსი და ტრავმირებული უილ კლაიბერნი აკლდა. ამიტომ, ვიღაცას თავის თავზე ლიდერობა უნდა აეღო და ეს თორნიკე შენგელიამ გააკეთა. დაბალქულიან თამაშში ქართველი ფორვარდის 20 ქულას გამარჯვებაში განმსაზღვრელი წვლილი ჰქონდა. გარდა ამისა, გადამწყვეტი იყო ბოლო წამებზე ზუსტი საჯარიმოები, როდესაც მისი გუდი მხოლოდ 1 ქულით იგებდა“, - წერს გამოცემა.

შენგელიამ ცსკა-ს ბერლინის „ალბასთან“ (71:68) მატჩში ცსკა-ს 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მარგი ქმედების 21 კოეფიციენტით, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შენგელიას გარდა, 22-ე ტურის სიმბოლურში მთავარი მწვრთნელის პოსტზე საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი მოხვდა.

0.116027