ფეხბურთი

18:19 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

U21: ვინ როგორ გზას გამოივლის საქართველომდე - შესარჩევი ეტაპის წილისყრა

დღეს, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის 2023 წლის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან მოგეხსენებათ, ფინალური ეტაპის თანამასპინძლები ვართ (რუმინეთთან ერთად) და შესაბამისად, საგზური ავტომატურად მოპოვებული გაქვს.

ამის მიუხედავად, მაინც საინტერესოა როგორი გზა უნდა გაიროს იმ14-მა ნაკრებმა, რომლებიც 2023 წელს საქართველოს ესტუმრებიან ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე სათამაშოდ.

A ჯგუფი

ხორვატია, ავსტრია, ნორვეგია, ფინეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი

B ჯგუფი

გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, უნგრეთი, ლატვია, სან მარინო

C ჯგუფი

ესპანეთი, რუსეთი, სლოვაკეთ, ჩრდ. ირლანდია, ლიეტუვა, მალტა

D ჯგუფი

პორტუგალია, საბერძნეთი, ისლანდია, ბელარუსი, კვიპროსი, ლიხტანშტაინი

E ჯგუფი

ნიდერლანდები, შვეიცარია, ბულგარეთი, უელსი, მოლდოვა, გიბრალტარი

F ჯგუფი

იტალია, შვედეთი, ირლანდია, ბოსნია, მონტენეგრო, ლუქსემბურგი

G ჯგუფი

ინგლისი, ჩეხეთი, სლოვენია, ალბანეთი, კოსოვო, ანდორა

H ჯგუფი

საფრანგეთი, სერბეთი, უკრაინა, ჩრდ. მაკედონია, ფარერები, სომხეთი

I ჯგუფი

დანია, ბელგია, თურქეთი, შოტლანდია, ყაზახეთი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2021 წლის მარტში დაიწყება და 2022 წლის ივნისში დასრულდება. ფინალურ ეტაპზე 16 ნაკრები ითამაშებს, აქედან ორი - საქართველო და რუმინეთი უკვე ცნობილია.

დანარჩენი 14 გუნდის ვინაობა შემდეგნაირად გაირკვევა: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი (ამ შემთხვევაში მე-6 კალათის გუნდებთან შედეგები არ იქნება გათვალისწინებული) პირდაპირ მოიპოვებს ჩვენს ქვეყანასა და რუმინეთში თამაშის უფლებას, ხოლო დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი ნაკრები ერთმანეთში პლეი-ოფის მეშვეობით დარჩენილ 4 საგზურს გაითამაშებენ.

აქვე გეტყვით, საქართველოში ევროპის ჩემპიონატს სამი ქალაქი უმასპინძლებს - თბილისი, ბათუმი და ფოთი. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში ოთხი ქართული სტადიონი დაუხვდება დიდ ფეხბურთს - "ბათუმი არენა", "ფოთი არენა", "მიხეილ მესხი" და "დინამო არენა". საქართველო ოთხი ჯგუფიდან ორი ჯგუფის მასპინძელი იქნება, ორსაც შესაბამისად რუმინეთი უმასპინძლებს. ტურნირის გახსნის მატჩს რუმინეთი დაუხვდება, სამაგიეროდ ფინალი საქართველოში, კერძოდ ბათუმში გაიმართება.

0.106333