კალათბურთი

12:59 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: კავაი ლეონარდის გარეშე "კლიპერსმა" "ატლანტას" ვერ აჯობა (+VIDEO)

NBA-ში დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. ყველაზე საინტერესო „ატლანტა ჰოუქსისა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ დაპირისპირება იყო. ამ მატჩში "ლოსანჯელესელებმა" 7-მატჩიანი მოგებითა სერია შეწყვიტეს და პოლ პირსის გუნდმა 108:99 მოიგო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტაირონ ლიუს გუნდი მთავარი გმირების - კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის გარეშე იყო დარჩენილი, ამან კი შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა „ატლანტას“ კალათბურთელმა ტრეი იანგმა ჩააგდო, რომელმაც 36:17 წუთში 38 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

ორმაგი დუბლით კი „კლიპერსიდან“ 13 ქულით, 10 მოხსნითა და 1 პასით ივიცა ზუბაცი, ხოლო „ატლანტადან“ 2 კალათბურთელი კლინტ კაპელა (13-18-1) და ჯონ კოლინსი (11-11-3) გამოირჩნენ.

„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ 13 მოგებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა, „ატლანტა ჰოუქსი“ კი 9 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

მეორე მატჩში „ჰიუსტონ როკეტსი“ ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდა და 19-ქულიანი სხვაობით აჯობა. შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ბრედლი ბილმა ჩააგდო. 27 წლის ამერიკელმა 35:26 წუთში 33 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. 19-19 ქულით, 11-11 მოხსნითა და 7-2 პასით შესაბამისად „ჰიუსტონის“ კალათბურთელი დემარკუს კაზინსი და „ვაშინქტონ ვიზარდიდან“ რასელ ვესტბრუკი გამოირჩნენ.

„ჰიუსტონს“ 7 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11-ეა, სკოტ ბრუქსის გუნდს კი 10 წაგება და მხოლოდ 3 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-15 ადგილზე იმყოფება.

დღის მესამე შეხვედრა კი „იუტა ჯაზსა“ და „ნიუ იუორ ნიქს“ შორის შედგა, რომელიც 108:94 დასრულდა. ოსტინ რივერსის 25-მა ქულამ ტომ ტიბოდოს გუნდს ვერ უშველა. გამარჯვებულთაგან კი ყველაზე შედეგიანი რუდი გობერტი იყო. 28 წლის ფრანგმა საკუთარ გუნდს 18 ქულა 19 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

„იუტა ჯაზს“ 13 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, „ნიუ იორკ ნიქსს“ კი 8 მოგებით და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილი უჭირავს.

0.11357