მილანის „ინტერმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „მილანი“ 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის შემდეგ „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კრისტიან ერიკსენისა და რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა.
„ეს არის „ინტერი“ და ეს არის შემადგენლობა - არავის დავიმატებთ და არავის გავუშვებთ. ამას უკვე ერთი თვეა ვამბობ. კისტიანთან (ერიკსენი) ტაქტიკურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, თუნდაც ბროზოვიჩის ალტერნატივის მოსაძებნად. ის ძალიან ჭკვიანია, ხარისხიანი ფეხბურთელი. ბედნიერი ვარ, რომ მან გოლი გაიტანა. ის მორცხვია და იმედია, ამ გოლით ცოტათი გაიხსნება. თუმცა, ნამდვილად კარგი ბიჭია.
არ ვიცი რა მოხდა ზლატანსა და ლუკაკუს შორის. მეც ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, რომ გარკვეულ სიტუაციებში ტემპერამენტმა შეიძლება იფეთქოს. სასიამოვნო იყო ასეთი ლუკაკუს ნახვა და ზოგჯერ ასე თუ გაბრაზდება, მხოლოდ მესიამოვნება. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვების სურვილი აქვს“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, „მილანი“ „ინტერთან“ ზლატან იბრაჰიმოვოჩის გოლით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუმ და კრისტიან ერიკსენმა გამარჯვება „ნერაძურის“ მოაპოვებინეს.