ფეხბურთი

2:13 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი VS ლუკაკუ: ჩხუბი მილანურ დერბიში და მატჩის ანტიგმირი შვედი

მილანის „ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალში ითამაშებს. „ნერაძურიმ“ „დერბი დელა მადონინაში“ მილანს“ აჯობა და დამსახურებულად. ანტონიო კონტეს გუნდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე ბოლოსკენ გატეხა.

მეორეს მხრივ, „მილანის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარგა ხანს რიცხობრივ უპირატესობაში უძალიანდებოდა მეტოქეს, საშემსრულებლო ოსტატობამ ყველაფერი გადაწყვიტა.

სწორედ, კლასის ხარჯზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანი“ 31-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ როგორც ამბობენ გმირობიდან ანტიგმირობამდე ერთი ნაბიჯია - შვედს ასე დაემართა. ზლატანმა ტაიმის ბოლოს რომელუ ლუკაკუსთან იჩხუბა. ლუკაკუს თავდაპირველად შელაპარაკება ალესიო რომანიოლისთან მოუვიდა, რასაც ზლატანმა ცინიკური ღიმილით უპასუხა. „მანჩესტერში“ ყოფილი ტანაგუნდელების შელაპარაკება სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. შვედმა რელიგიური ნიშნით მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო ბელგიელმა - აგინა. იბრა გასახდელში შევიდა, ლუკაკუს კი ვერ აწყნარებდნენ და მას გასახდელში ცალკე შეხვედრას სთხოვდა. ასე იყო თუ ისე, ორივე გააფრთხილეს და ტაიმიც დასრულდა.

- ლუკაკუ: „სახეში ნუ მიცინი“

- ზლატანი: „წადი და შენი ვუდუს რიტუალები სხვაგან გააკეთე, პატარა ვირო!“

- ლუკაკუ: „გასახდელში შევხვდეთ“.

- ზლატანი: „დედაშენს დაურეკე და ვუდუს რიტუალები ერთად გააკეთეთ“.

- ლუკაკუ: „წადი შენი და შენი ცოლის... ვილაპარაკოთ დედაშენზე?“

ამას ორივეს მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მოჰყვა და რამდენიმე წუთის შემდეგ სიტუაცია ჩაწყნარდა. აქვე გეტყვით, რომ ვუდუ - ეს არის, მონოთეისტური რელიგია, რომელიც კარიბის ზღვის კუნძულებზე წარმოიშვა.

მეორე ნახევარში კი იბრაჰიმოვიჩმა მოედნის ცენტრში იუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და 58-ე წუთზე თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „როსონერი“ დააღალატა და „მილანმა“ ვერ გაძლო.

ანგარიში სწორედ ლუკაკუმ პენალტით გაათანაბრა. თამაში დამატებით დროს უახლოვდებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენისრებულ დროში (სულ10 წუთი დაამატა) კრისტიან ერიქსენმა საჯარიმო დარტყმა ფანტასტიკურად შეასრულა და „ნერაძური“ ნახევარფინალშია, სადაც „იუვენტუსს“ ან „სპალს“ შეხვდება.

„ინტერი“ – „მილანი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (31), 1:1 ლუკაკუ (71, პენ), 2:1 ერიქსენი (90)

0.157323