ფეხბურთი

15:46 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელი, რომელშიც პირველად გადაიხადეს მილიონი გირვანქა

უცნაური ქალაქია ნეაპოლი. ალბათ გარდანქეშან დიეგო მარადონასაც სწორედ ასეთ ქალაქში თუ მოუხდებოდა ყოფნა. იყო კიდეც და ლამის ღმერთად აღიარეს.

ალბათ გახსოვთ ძველი იტალიური ფილმი: „ოპოერაცია წმინდა იანუარი,“ სადაც დიდებული მსახიობები, ნინო მანფერედი, ტოტო და სხვები თამაშობენ.

ამ ფილმში არის ეპიზოდი, როცა ახალგაზრდა ქურდი დუდუ ტაძრის ძვირფასეულობას მოიპარავს, მაგრამ რაღაც ისე არ გამოვა და მთელი ნეაპოლის მოსახლეობაა ქუჩაში გამოსული. მოპარული ნივთები წმინდა იანუარის ტაძარში უნდა დააბრუნონ. ამ დროს „ნაპოლის“ ერთი გულშემატკივარი ამბობს: ბევრი ფული გვაქვს, ეუსებიო ვიყოდოთ და ჩემპონთა თასს მოვიგებთო. მაშინ ეუსებიო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. რატომ ვახსენეთ ეს ეპიზოდი, ამაზე ცოტა ქვემოთ.

1975 წელს გაუგონარი ამბავი მოხდა: ფეხბურთელის ფასმა პირველად მიაღწია მილიონ გირვანქას. ეს მოთამაშე ჯუზეპე სავოლდი გახლდათ, „ბოლონიიდან“ „ნაპოლიში“ გადავიდა და ნეაპოლელებმა მასში ორი მილიარდი ლირა გადაიხადეს, ამდენი იყო მაშინ იტალიურ ვალუტაში მილიონი გირვანქა. მას მერე ჯუზეპეს ბატონი ორი მილიარდიც შეარქვეს.

სავოლდის სამი დღის წინათ 74 წელი შეუსრულდა. მას ბევრი არ იცნობს, თუმცა ობიექტურად მარადონას, რონალდოს, ზიდანისა და ნეიმარის რიგში დგას. მას ხომ მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის სატრანსფერო ბაზარზე - პირველი ფეხბურთელი იყო, ვისშიც მილიონი გადაიხადეს.

ისე, მართლაც რა უცნაურია ეს ცხივრება ხანდახან. მანამდე ორი წლით ადრე, „ბარსელონამ“ „აიაქსისგან“ იოჰან კრუიფი 922 ათას გირვანქად შეიძინა. სწორედ ეს იყო რეკორდი. მაგრამ, აბა სად კრუიფი და სად სავოლდი...

სავოლდის ტრანსფერს იტალიაში ერთი ამბვი მოჰყვა. ნეაპოლური კლუბის პრეზიდებტი, კორადო ფერლაინო კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ეს რამხელა ფულს ფლანგავსო. ჩრდილოურმა გაზეთებმა სამხრეთელებს დააბრალეს: ეგენი ფეხბურთზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე სასიცოცხლო პრობლემებზე. მგალითად, ქოლერაზე, რომელიც იმხანად მძვინვარებდა ნეაპოლში. ან მენაგვეებისთვის გადაეხადათ ამ ფულის ნახევარი, რომლებთანაც მუნიციპალიტეტს დიდი დავალიანება აქვს და ქალაქი ნაგავს მიაქვსო.

მავანთ გამოძიების დაწყებაც მოითხოვეს, საიდან აქვს ფერლაინოს ამდენი ფულიო.

„ნაპოლის“ გუშემატკივრებმა კი, სავოლდი ვიყიდეთო და 75 ათასი სეზონური აბონემემტი შეიძინეს, როცა სტადიონი სულ 76 ათასს იტევდა (გეცნობათ „იანუარის“ სიუჟეტი?).

თუმცა ჯუზეპეს თამასა ერთ წელიწადში პაოლო როსიმ გააუმჯობესა, როცა „ვიჩენცამ“ „იუვენტუსს“ მასში 1,75 მილიონი გადაუხადა.

სავოლდისგან განსხვავებით, როსი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა და დიდი წვლილი შეიტანა იტალიის ნაკრების 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონობაში. ჯუზეპემ კი „სკუსდრა აძურას“ მაისურა მხოლოდ ოთხჯერ მოირგო.

სავოლდიმ ვერ შეძლო ის, რაც მოგვიანებით დიეგო მარადონამ მოახერხა - „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა.

როსისთან მისი სახელი კიდევ ერთხელ, ცუდი ამბის გამო გადაიკვეთა. საქმე სკანდალური გახლდათ, ტოტალიზატორებს ეხებოდა და „ტოტონერო - 80“ ერქვა. შედეგად, როსი რამდენიმე თვით დააპატიმრეს, სავოლდის კი 3,5 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. პირველი დაბრუბდა და ესაპანური მუნდიალის მთავარვარსკვლავი გახდა. მეორემ კი, ფაქტობრივად, კარიერა ამით დაასრულა.

როსი შარშან დეკემბერში 64 წლისა გარდაიცვალა, სავოლდი კი ბერგამოს პროვინციის პატარა ქალაქ პონტერანიკაში ცხოვრობს, შვილიშვილებს ეთამაშება და... ლექსებს წერს.

სხვათა შორის, სავოლდის თბილისშიც აქვს ნათამაშევი. 1978 წლის 13 სექტემბერს იმ „ნაპოლის“ ლიდერი იყო, რომელიც თბილისის „დინამომ“ უეფას თასის 1978-79 წლების გათამაშების პირველი რაუნდიდან გამოთიშა. თბილისში 2:0 მოვიგეთ (გოლები - ყიფიანი, შენგელია), ნეაპოლში კი 1:1 ვითამაშეთ. იქ სავოლდიმ გაგვიტანა პენალტით.

ჩვენს გოლს კი საინტერესო ისტორია აქვს. თამაშის დღეს ვიტალი დარასელიას ვაჟი შეეძინა. მან თქვა: ვინც გოლს გაიტანს შვილს მის სახელს დავარქმევო. ბედის ირონიით გოლი თავად დარასელიამ გაიტანა და ბავშვსაც ვიტალი დაარქვეს.

0.115355