„რეალს“ კილიან მბაპეს გადაბირება კარგა ხანია სურს, თუმცა კორონაპანდემიის გამო ბოლო დროს ფინანსური პრობლემები მიეძალა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის ყიდვა შესაძლოა, ვეღარ შეძლოს.
საქმე ის არის, რომ მადროდელები მზად არიან კილიანის მოთხოვნა დააკმაყოფილონ და წელიწადში ხელფასად 21 მილიონი ევრო გადაუხადონ, ამდენს უხდიან მბაპეს პსჟ-ში. მაგრამ მეტს კი ვეღარ შესწვდებიან.
თავის მხრივ, დარჩენის შემთხვევაში, პარიზელები მზად არიან მას ნეიმარის მსგავსი ანაზღაურება შესთავაზონ, რაც სეზონში 36 მილიონ ევროს შეადგენს - წერს AS.
„რეალი“ გამოსავალს ეძებს და შეიძლება რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც დაემშვიდობოს.