ფეხბურთი

13:49 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ „პორტუს“ ფეხბურთელის შეძენას აპირებს

„მილანი“ „პორტუს“ 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ოტავიოს შეძენას აპირებს - გვამცნობს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

სეზონის ბოლოს ოტავიო თავისუფალი აგენტი გახდება, ბრაზილიელი მილანურ კლუბთან 2025 წლამდე აპირებს კონტრაქტის გაფორმებას, წელიწადში კი ჯამაგირად 3 მილიონ ევროს ითხოვს.

„მილანი“ თანახმა 3 მილიონის გადახდაზეა.

პორუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში ოტავიომ 11 მატჩი გამართა, 2 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შესარულა.

0.114248