„ლივერპულის“ წარუმატებელი სერია გრძელდება და იურგენ კლოპის გუნდი ამჯერად ინგლისის ასოციაციის თასს 1/16 ფინალში დაემშვიდობა. „წითლებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წააგეს, თუმცა, კლოპის თავისი გუნდის თამაშში გარკვეული კომპონენტები მაინც მოეწონა.
„ეს არ არის ის, რაც გვინდოდა, ამიტომ, იმედგაცრუებულები ვართ. მეტოქეზე უკეთესები არ ვიყავით, მაგრამ ბევრი ნაბიჯი გადავდგით სწორი მიმართულებით. ბიჭებს ძალიან ურდათ მატჩის მოგება, გოლების გატანა სურდათ, რაც ძალია კარგია. კარგია ისიც, ორჯერ გატანა მოვახერხეთ. მანჩესტერში გამარჯვებისთვის საჭიროა აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე ითამაშო, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ „ტოტენჰემისთვის“ კარგი მომზადება იყო. ზუსტად ვიცით რაზეც უნდა ვიმუშაოთ“ - თქვა კლოპმა.
აქვე გეტყვით, რომ ინგლისის ასოციაციის თასზე „ლივერპულის“ საუკეთესო შედეგი მერვედფინალია მას შემდეგ, რაც ამ გუნდს იურგენ კლოპი ავარჯიშებს.
„წითლებმა“ ბოლო 7 მატჩში ერთხელ მოიგეს, ისიც ინგლისის ასოციაციის თასის წინა ეტაპზე ბირმინგემის „ასტონ ვილას“ აკადემიის ბავშვებთან...