NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ტორონტო რეპტორსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 102:107 დამარცხდა. ბოლო წუთამდე ბრძოლა იყო და გამარჯვებულის ვინაობაც ბოლო პერიოდმა განსაზღვრა.
„ტორონტოს“ ოუ ჯი ანუნობიმ ულიდერმა. ბრიტანელმა კალათბურთელმა 30 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა და პარკეტზე საუკეთესო იყო. „ინდიანას“ რიგებში კი მაილს ტერნერი იყო გამორჩეული, მაგრამ მისმა 25 ქულამ და 4 მოხსნამ „პეისერსი“ მარცხისგან ვერ იხსნა.
ინდიანაპოლისელთა შემადგენლობაში გოგა ბითაძეს თამაშის შანსი არ მისცემია და ქართველი ცენტრი პარკეტზე კვლავ არ გასულა.
„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 9 მოგებითა და 7 წაგებით მე-4 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს, ისევ „ტორონტო რეპტორსთან“ გამართავს.