ფეხბურთი

0:29 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მესუთ იოზილი "ფენერბახჩეს" ფეხბურთელია

სტამბოლის „ფენერბახჩემ“ მესუთ იოზილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 32 წლის გერმანელმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.

იოზილმა „ფენერთან“ 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, პირადი ხელშეკრულების დეტალები კი უცნობია. გერმანელი თურქულ გუნდს, რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობს, უფასოდ შეუერთდა.

მესუთ იოზილი „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობდა (254 მატჩი, 44 გოლი), მაგრამ 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მოედანზე არ გასულა, რადგან მიკელ არტეტამ გუნდიდან მოკვეთა.

ლონდონური გუნდის გარდა, იოზილმა გელზენკირხენის „შალკეში“ (39 მატჩი, 1 გოლი), ბრემენის „ვერდერსა“ (108 მატჩი, 17 გოლი) და მადრიდის „რეალში“ (159 მატჩი, 27 გოლი) ითამაშა. გერმანიის ნაკრების მაისურით (92 მატჩი, 23 გოლი) კი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

0.111834