ყატარის ჩემპიონატში დუდა სანაძის „ალ ხორი“ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 80:72 იმარჯვა. ამ შეხვედრას ჰქონდა გარკვეული დატვირთვა, გამარჯვებული მე-7 ადგილზე გადიოდა.
სანაძე ტრავმის შემდეგ მოედანზე დიდებულად დაბრუნდა. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP-ი გახდა. დუდამ 39:39 წუთში 32 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მან 6 სამქულიანი, 5 ორქულიანი და 4 საჯარიმო ჩააგდო.