ფეხბურთი

2:09 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ დაბრუნდა

ცუდ დროს მოუწია „ალავესს“ „რეალთან“ შეხვედრა. გამეხებულ მხეცს შეასკდა. ზინედინ ზიდანის შეგირდები ჯერ სუპერთსიდან გავარდნენ, მერე სამეფო თასიდან, თანაც დაბალლიგელთან. მანამდე პრიმერაში ვერც „ოსასუნას“ მოუგეს.

მოკლედ, კიდევ ერთი წაფორხილება და ალბათ მონასტერი საბოლოოდ აირეოდა. მაგამ ამჯერად მადრიდელებმა იყოჩაღეს და მასპინძელი ალავესელებისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს, თუმცა ამისათვის დიდი ჯაფა არც დადგომიათ. მასპინძლებმა მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიბრძოლეს და ერთი ბურთიც გაქვითეს. სხვა მხრივ კი სტუმრები სიტუაციის ბატონ-პატრონები გახლდნენ.

დუბლი მიითვალა კარიმ ბენზემამ, შესანიშნავი იყო ლუკა მოდრიჩი თავისი გონივრული პასებით. გამოირჩა ედენ აზარიც. 30 წლის ბელგიელმა თვითონაც გამოიჩინა თავი და ბენზემასაც გაატანინა. ეს მისი პირველი გოლი გახლდათ პრიმერაში 2020 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ. საბოლოოდ 1:4 და „რეალი“ 40 ქულით მეორე ადგილზეა.

მანამდე „სევილიამ“ შინ „კადისი“ 3:0 გაანადგურა და მესამე ადგილზე დადგა. დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, ხულენ ლოპეტეგის ბიჭებს თავიდან გაუჭირდათ გატანა. მხოლოდ ნახევარი საათის თავზე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. თავი მაროკოელმა იუსეფ ენ-ნესირიმ გამოიჩინა. მანვე გაიტანა მეორე და მესამე ბურთებიც და ჰეთ-თრიქი მიითვალა. ეს მისი მეორე ჰეთ-თრიქი გახლდათ ჩემპიონატში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. პრიმერას ბომბარდირთა დავასაც სათავეში მოექცა. ჯამში 12 გოლი მოუგროვდა და ერთით გაუსწრო ატლეტიკოელ ლუის სუარესსა და ბარსელონელ ლეო მესის.

ესპანეთი

პრიმერა. მე-20 ტური. 23 იანვარი

ალავესი - რეალი 1:4

ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა.“

0:1 კაზემირო (15), 0:2 ბემზემა (41), 0:3 აზარი (45+1), 1:3 ხოსელუ (69), 1:4 ბენზემა (70)

ალავესი: პაჩეკო, ნავარო (საინსი 46), ლაგუარდია, ლეჟენი, დუარტე, აგირეგაბირია, ბატალია (გარსია 46), პინა (პონსი 72), რიოხა (პერესი 46), ხოსელუ (დეივერსონი 78), მენდესი

მწვრთნელი: აბელარდო

რეალი: კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ვარანი, მენდი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ოდრიოსოლა 77), ასენსიო (ისკო 77), ბენზემა, აზარი (ვინისიუსი 63)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ნავარო (10), გარსია (49), ლაგუარდია (79), საინსი (85), მენდესი (90+2); მილიტაო (59), მენდი (86), ბენზემა (87)

სევილია - კადისი 3:0

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“

1:0, 2:0, 3:0 ენ-ნესირი (35, 39, 62)

სევილია: ნუნუ, აკუნია, გომესი, კუნდე, ნავასი (ალეიშ ვიდალი 77), რაკიტიჩი (ხორდანი 66), ტორესი (იდრისი 85), ფერნანდო (გუდელი 46), ოკამპოსი, სუსო (მუნირი 77), ენ-ნესირი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

კადისი: ლედესმა, ბარო, კალა, ალკალია, კარსელენი, ფერნანდესი (მალბაშიჩი 81), იონსონი (ხაირო 60), ფალი, სალვი (პერეა 46), ნეგრედო (გარიდო 81), ლოსანო (ნეტო 81)

მწვრთნელი: ალვარო

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: გუდელი (909+4); ალკალია (37), სალვი (45+1), კალა (81)

უესკა - ვილიარეალი 0:0

სოსიედადი - ბეტისი 2:2

1:0 ისაკი (48), 2:0 ოიარსაბალი (57), 2:1 კანალესი (85), 2:2 ხოაკინი (90+2)

0.133768