ფეხბურთი

0:12 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასის მერვედფინალში გავიდა

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში, ჩვენებურად 1/16 ფინალში, „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „ჩელტნემს“ გაუსწორდა (1:3) და შემდეგ წრეში გავიდა, სადაც უელსურ „სუონსის“ ეწვევა.

„ჩელტნემი“ მიმდინარე თასის გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენაა. ლიგა 2-ის გუნდია, ანუ ინგლისის რიგით მეოთხე დივიზიონის კლუბი. შედარებისთვის, „სიტის“ სასტარტო შემადგენლობა ამ თამაშის წინ, ჯამში 260 მილიონი გირვანქა ღირდა, „ჩელტნემს“ კი რვა უფასო ტრანსფერის ფეხბურთელი, ორი მოიჯარე და ერთი თავდამსხმელი - ალფი მეი ჰყავდა, რომელიც კლუბს 10 ათასი გირვანქა დაუჯდა.

სწორედ მეიმ გახსნა ანგარიში. ეს 27 წლის ინგლისელისთვის მეოთხე გოლი გამოდგა თასის მიმდინარე გათამაშების ზედიზედ მეოთხე მატჩში.

„ქალაქელები“ კარგა ხანს აგებდნენ, მაგრამ ბოლო ათ წუთში მაინც აუღელვებლად მოაგვარეს საქმე. გოლები ფოდენმა, ჟეზუსმა და ტორესმა გაიტანეს.

0.06666