ფეხბურთი

23:18 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ ინგლისის თასის გათამაშებას დაემშვიდობა

„საუთჰემპტონმა“ ინგლისის თასის 1/16 ფინალში „არსენალს“ შინ, 1:0 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ლონდონელთა ბრაზილიელმა გაბრიელმა გაიტანა.

„მეთოფეთა“ მწვრთნელი მიკელ არტეტა კი იმედგაცრუებული დარჩა და ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: „საწყენია, იმედგაცრუებული ვარ შედეგითაც და ჩვენი თამაშითაც, პირველ ნახევარში მეტოქე მკაცრ პრესინგს მიმართავდა და შეცდომები დაგვაშვებინა, მეორე ტაიმში უკეთ ავთამაშდით, მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ და რამდენიმე კარგი მომენტიც შევქმენით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

0.12615