ფეხბურთი

18:14 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მერანში" მენეჯმენტის ცვლილებებია

მარტვილის „მერანში“ მენეჯმენტის შეცვლის (კლუბის გასხვისების) პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია მეგრული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

„მერანის“ მენეჯმენტს ჯესი სურმავა ჩაუდგება სათავეში და საინტერესო ცვლილებებიც იგეგმება.

„ვადასტურებ, აღნიშნულ ინფორმაციას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლუბის გადმოცემის პროცესი. როგორც კი გადაწყდება ყველა საკითხი ოფიციალურად, საზოგადოებას გავაცნობ ჩემს გეგმებს და იმ ცვლილებებს, რის განხორციელებასაც ვაპირებ „მერანში“, - ციტირებს სურმავას სიტყვებს "მერანის" ფეისბუქგვერდი.

შეგახსენებთ, რომ მარტვილის "მერანმა" გასულ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი პლეი-აუტში გამარჯვების შედეგად შეინარჩუნა.

0.062506