პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურის სიმბოლური გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი – 3 მოთამაშე “ტოტენჰემიდანაა” მოხვედრილი.
მე-7 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ლორისი (“ტოტენჰემი”);
მცველები: ბენ მი (“ბარნლი”), რობერტსონი (“ჰალი”), ვერტონგენი (“ტოტენჰემი”), ბეინსი (“ევერტონი”);
ნახევარმცველები: მაჰრეზი (“ლესტერი”), ლალანა (“ლივერპული”), ერიკსენი (“ტოტენჰემი”), დი მარია (“მანჩესტერი”);
თავდამსხმელები: სტივენ ფლეტჩერი (“სანდერლენდი”), პაპის სისე (“ნიუკასლი”).