ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშოზე ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკო იორიკირის ილეთით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს ზედიზედ სამი ბრძოლა ჰქონდა წაგებული და ამრიგად, წარუმატებელი სერია დაასრულა. ლევანს მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მიუხედავად წონაში დიდი სხვაობისა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ქართველმა მოიგომ.
ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე 4 გამარჯვების საპირისპიროდ 9 მარცხი დაუგროვდა და გადაწყვეტილია, რომ ტურნირს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ჰაცუ ბაშოს დასრულებამდე ორი ბრძოლაა დარჩენილი. ტოჩინოშინი ხვალ აკისეიამას გაეჯიბრება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვედრია და ორჯერვე იმარჯვა.