ფეხბურთი

22:00 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: "კვარაცხელიამ მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ შევცვალე"

ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიამ ბელგრადის „პარტიზანთან“ (5:2) გოლი გაიტანა. ქართველი შემტევი 56-ე წუთზე შეცვალეს და როგორც გაირკვა, მცირე ტრავმა მიიღო.

ლეონიდ სლუცკიმ ყაზანელთა ოფიციალურ ვებგვერდთან განაცხადა ამის შესახებ, თუმცა, დაზიანების შესახებ მეტი დეტალი უცნობია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრავმა საგანგაშო საერთოდ არ არის, რადგან „რუბინის“ ფოტოგალერეაში კვარაცხელია მატჩის შემდგომ მომღიმარია და კარგ ხასიათზე ჩანს. შესაბამისად ჩვენებურს პრობლემა დიდი ალბათობით არ აქვს.

„კვარაცხელიას შეცვლა ცოტა მოგვიანებით გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მან მცირე ტრავმა მიიღო და შევცვალეთ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს კოშკურიდან ვუყურებდი, დავუძახე ცვლილებაზე და ჩემი ხმა გაიგეს“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ „რუბინი“ თურქეთში ემზადება სეზონის მეორე ნაწილისთვის დღეს პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა. კვარაცხელიამ გოლი მატჩის 39-ე წუთზე გაიტანა.

0.11453