ფეხბურთი

21:20 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის ნაკრები პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩაიბარა

პორტუგალიის ნაკრების, „იუვენტუსის“, „დორტმუნდისა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი პაულო სოუზა პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სოუზა ბოლოს ფრანგულ „ბორდოს“ ავარჯიშებდა, მხოლოდ მანამდე ჩინურ „ტიანჯინში“, ფლორენციის „ფიორენტინაში“, „ბაზელში“, თელ ავივის „მაკაბიში“, „ვიდეოტონში“, „ლესტერში“, „სუონსისა“ და ქპრ-ში იმუშავა.

პოლონეთის ნაკრებს პაულო სოუზა ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

0.128968