NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდა და 112:124 დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც სტუმრებმა 11-ქულიანი სხვაობით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.
გოგა ბითაძე ტრავმის შემდეგ მოედანზე წინა ტურში დაბრუნდა, მაგრამ ამ შეხვედრაში ქართველ ცენტრს არ უთამაშია.
„დალასის“ რიგებში საუკეთესო კრისტაპს პორზიგინსი იყო, რომელმაც 27 ქულით, 13 მოხსნით და 4 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. „პეისერსში“ მალკოლმ ბროგდონმა საკუთარ გუნდს 26 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი შესძინა, ხოლო დომანტას საბონისმა 25 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
სამმაგი დუბლი შეასრულა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 13 ქულა, 12 მოხსნა და 12 პასი დააგროვა და NBA-ში უკვე 30-ე ტრიპლდაბლი დაუგროვდა. სლოვენიელი ოსკარ რობერტსონისა და მეჯიქ ჯონსონის შემდეგ მესამე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 30-ე სამმაგი დუბლი NBA-ში გატარებულ მესამე სეზონში მოახერხა.
„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 გამარჯვებით და 6 მარცხით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 იანვარს, „ორლანდო მეჯიქთან“ გამართავს.